16 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-23  
08:25:35

10 ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა მსოფლიოში

By: Admin
2018-09-07 12:32:53
204

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოლფიო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის აღმავლობას ადევნებდა თვალს. Bitcoin-ის ფასმა 20 ათას დოლარსაც კი, მიაღწია. კრიპტოვალუტას ჰყავს როგორც მომხრეები ასევე მოწინააღმდეგეებიც. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს "ფინანსური პირამიდაა", ხოლო ნაწილი ამბობს, რომ მომავლის ვალუტაა.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კრიპტოვალუტად Bitcoin-ი ითვლება, თუმცა საერთო ჯამში კრიპტოვალუტის 1 200-მდე სახეობა არსებობს.

10 ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა:

რეიტინგში პირველ ადგილს Bitcoin-ი იკავებს, რომელიც კრიპტობაზარზე 2009 წელს შემოვიდა. მისი ჯამური კაპიტალიზაცია 140,147,880,901 დოლარს შეადგენს. გასულ წელს Bitcoin-ი ორ ვალუტად გაიყო - Bitcoin-ი და Bitcoin Cash-ი.

მეორე ადგილზე Ethereum გავიდა. მას "ჭკვიანი კონტრაქტების" ვალუტას ეძახიან. Ethereum სპეციალური პოგრამით მუშაობას და მაში ჩარევა შეუძლებელია. აღნიშნული კრიპტოვალუტა 2015 წელს შეიქმნა და დღეს მისი კაპიტალიზაცია 60,634,470,803 დოლარს შეადგენს.

Ripple, რომელიც 2012 წელს ჩამოყალიბდა, სიაში მესამე ადგილს იკავებს. მისი ჯამური საფასური დღეის მდგომარეობით 27,676,505,284 დოლარს შეადგენს. Ripple ორიენტირებულია ვალუტის გაცვლის ოპერაციებზე.

მეოთხე ადგილზე Bitcoin Cash-ია, რომლის კაპიტალიზაცია 16,039,694,027 დოლარია.  Litecoin-ი სიის მეხუთე ადგილზეა, 9,235,508,790 დოლარიანი კაპიტალიზაციით.  ლიტკოინის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებში. Cardano და NEO მსგავს კაპიტალიზაციას ფლობენ და სიაში მეექვსე და მეშვიდე ადგილს იკავებენ.  მათ 4,457,368,958 დოლარიანი კაპიტალიზაციით მერვე ადგილას მოსდევს Stellar-ი.

მეცხრე ადგილს EOS იკავებს, რომლის კაპიტალიზაცია 3,812,735,394 დოლარს შეადგენს. ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტების სიის ბოლო, მეათზე ადგილს კი, Monero იკავებს. მისი კაპიტალიზაცია 3,501,527,166 დოლარს შეადგენს.