23 °C თბილისი, საქართველო | 2018-06-25  
09:44:04

ეკონომიკის სამინისტრო გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

By: Admin
2018-03-16 18:25:01
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.

„ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სამი სასწრაფოს ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი.

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომოანია  „დოპელმაიერს", რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.

სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად უზრუნველყოფს დაშავებულთა მკურნალობის  ყველა ხარჯის ანაზღაურებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

(NS)