17 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-23  
23:10:31

მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24.2%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 13:07:26
204

მიმდინარე წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 115.4 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 280.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით (22.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. სებ-ის ცნობით, იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 92.4 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.2 მლნ აშშ დოლარი (44.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (34.5 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.