16 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-23  
09:09:55

სლოვენიაში ბიტკოინის ძეგლი დადგეს

By: Admin
2018-03-14 21:02:54
204

სლოვენიის ქალაქ კრონში, მსოფლიოში პირველად, ბიტკოინის ძეგლი დადგეს.

Bitnovosti.com-ის ცნობით, ძეგლი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ შემოვლით გზაზე დამონტაჟდა.  მონუმენტი კრიპტო-სივრცის ზრდის სიმბოლოდ და ასევე მიმდევარი საზოგადოებისთვის ერთგვარ „სამლოცველოდ“ იქცევა.

ზოგიერთი სლოვენიას, "ევროპის სილიკონ ველს" უწოდებს, რადგან ის სხვადასხვა ტექნოლოგიების მიმართ მეგობრულად არის განწყობილი. სლოვენიის მთავრობა შიდა პოლიტიკას ავითარებს, რათა ადგილობრივი და უცხოური ბლოკჩეინ კომპანიები ინვესტიციების ჩადების მიზნით მიიზიდოს.

ადგილობრივ ხელისუფლებას სჯერა, რომ ბიტკოინი და ბლოკჩეინი ქალაქის ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, მედია წერს, რომ მსგავსი ნაბიჯით სლოვენიამ დაანახა მსოფლიოს მზაობა, კარი გაუღოს ბიტკოინისა და ბლოკჩეინის ბაზაზე დაფუძნებულ პროექტებს.