20 °C თბილისი, საქართველო | 2018-08-20  
05:14:30

იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.3%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-03-13 13:35:04
204

2018 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 446.4 მილიონი აშშ დოლარი იყო (25.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ. აშშ დოლარი (13.3 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 მარტს გამოქვეყნდება