17 °C თბილისი, საქართველო | 2018-05-24  
05:55:33

Vivus 4finance -ს წარმატების საიდუმლო

By: Admin
2018-02-28 23:08:35
204

Vivus 4finance არის ბრენდი, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2013 წელს და მას შემდეგ მყარად უკავია საკუთარი სეგმენტის ლიდერის პოზიცია.

მის წარმატებას კი განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

ფაქტორი N1 - სისწრაფე

Vivus -ში შეგიძლიათ მიიღოთ ფული 1 წუთში.

ფაქტორი N2 - სიმარტივე

თანხას იღებთ ონლაინ რეჟიმში, მაუსის რამდენიმე კლიკის შედეგად.

ფაქტორი N3 - ადვილი ხელმისაწვდომობა

Vivus -ში სესხის მისაღებად არ არის საჭირო თავდები, თანამსესხებელი, გირაო, სესხის უზრუნველყოფა და უფრო მეტიც, კრედიტის გაცემა ხდება ყოველგვარი დოკუმენტის ან დოკუმენტის ასლის გარეშე.

სესხის მისაღებად კი საკმარისია, რომ იყოთ 20 -დან 65 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, გქონდეთ საქართველოში მოქმედი პირადი საბანკო ანგარიში და შეგეძლოთ ვალის გადახდა.

ფაქტორი N4 - ხარისხი

Vivus ge მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის სერვისს.

აღნიშნული ფაქტორის არსებობას კი უზრუნველყოფს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებს კომპანიისა და მომხმარებლების ურთიერთობას.

ფაქტორი N5 - სანდოობა

Vivus ge არის მსოფლიოს 20 -მდე სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენილი საერთაშორისო კომპანია 4finance -ის ბრენდი.

საერთაშორისო კომპანიის სახელი აღნიშნულ კომპანიას საერთაშორისო სტანდარტებზე მაქსიმალურად მორგებას სთხოვს, საერთაშორისო სტანდარტები კი სანდოობის გარეშე წარმოუდგენელია.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საერთაშორისო სტანდარტების პარალელურად, vivus მორგებულია ქართულ კანონმდებლობასა და ქართველი მომხმარებლების საჭიროებებს.

ასევე გეტყვით ან შეგახსენებთ იმასაც, რომ vivus ge -ში გაიცემა 100 -დან 1200 ლარამდე ოდენობის სესხები 30 დღის ვადით.

კრედიტის საკომისიო აქ ერთ -ერთი ყველაზე უფრო დაბალია და 5,4% -ს შეადგენს. წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი არ აღემატება 99,4%.

დაბალი პროცენტის უკეთესი თვალსაჩინოებისთვის მოგიყვანთ მაგალითს და გეტყვით, რომ vivus -ში 100 ლარიანი სწრაფი ონლაინ სესხის აღების შემთხვევაში, 30 დღის შემდეგ, თქვენ აბრუნებთ სულ რაღაც 105 ლარსა და 40 თეთრს ანუ მხოლოდ და მხოლოდ 5 ლარითა და 40 თეთრით მეტ თანხას.

სესხის დაფარვისა და მისი გადავადების პროცესიც ისეთივე მარტივია, როგორც სესხის აღება, რადგან Vivus ge -ს ყველა სერვისი ონლაინ რეჟიმში ხორციელდება.

Vivus ge კრედიტების დაფარვა კი შეგიძლიათ:

  • სწრაფი გადახდის აპარატებიდან;
  • ბანკის ფილიალებიდან;
  • ონლაინ ბანკის მეშვეობით.

მომხმარებელთათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად, არსებობს vivus -ის მობილური აპლიკაციაც, რომელიც უფასოდაა ხელმისაწვდომი app store -სა და play store -ზე.