6 °C თბილისი, საქართველო | 2019-04-22  
12:59:43

ლარი დოლართან ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4795 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4763 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 3.0555 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება  3.0587 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0032 ლარი შეადგინა.