20 °C თბილისი, საქართველო | 2018-08-20  
05:13:58

მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „FitchRatings"-ის წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრმა სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ტენდენციები, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი და უკვე მიმდინარე  რეფორმები და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები.

ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენულ რეიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს. 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის რეფორმები მიმართულია, მათ შორის, იმ პოზიციების გაუმჯობესებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის.

ამჟამად, 2017 წლის ოქტომბერში დადასტურებული რეიტინგის მიხედვით, საქართველოს BB- სტაბილური აქვს მინიჭებული.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები შეხვედრებს გამართავენ როგორც საჯარო, ისე, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

(NS)