25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
08:16:22

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

By: Admin
2018-02-27 17:56:20
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4763 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4671 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0092 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0587 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება  3.0375 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0212 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.