23 °C თბილისი, საქართველო | 2018-06-25  
09:48:14

ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

მთავრობის გადაწყვეტილებით, ორ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში გაერთიანებულ 134 მოსახლეს, რომელთა საკუთრებაში არსებული საქონლის რაოდენობა 500-ზე მეტია, 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარი 25-წლიანი იჯარით გადაეცემა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მიზნით დაწყებული სახელმწიფო პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინვენტარით.

პრემიერმა რაჭაში კოოპერატივის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომლებმაც ტექნიკის არქონა ძალიან დიდ პრობლემად დაასახელეს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ კოოპერატივებისთვის ტექნიკის თანადაფინანსებით გადაცემის გადაწყვეტილება მთავრობამ სწორედ ამის გათვალისწინებით მიიღო.