25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-26  
08:41:28

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4638 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4641 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0595 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0187 ლარი შეადგინა.