25 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-18  
23:27:03

იანვარ-მაისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 15%-ით გაიზარდა

By: Admin
2017-06-13 17:17:38
204

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3945 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1003 მილიონი აშშ დოლარი იყო (29 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2941 მილიონი აშშ დოლარი (11 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მაისში 1938 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 ივნისს გამოქვეყნდება.