4 °C თბილისი, საქართველო | 2018-12-17  
07:02:19

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა, ევროსთან კი, ისევ გაუფასურდა. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4427 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4488 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0150 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.0037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0113 ლარი შეადგინა.