20 °C თბილისი, საქართველო | 2018-08-20  
05:13:21

იანვარში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 20.1%-ით მეტია

By: Admin
2018-02-13 18:51:20
204

2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 815.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 222.2 მილიონი აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.6 მილიონი აშშ დოლარი (18.1 პროცენტით მეტი).

საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.3 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.