10 °C თბილისი, საქართველო | 2018-11-20  
13:31:10

ბიტკოინმა ფასის ზრდა შეწყვიტა

By: Admin
2018-09-07 12:36:22
204

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ - ბიტკოინმა ფასის ზრდა შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას CoinMarketCap ავრცელებს.

ბოტკოინი უკვე ორი დღის განმავლობაში ერთ საფეხურზე ნარჩეუნდება და მისი შეძენა 8 ათას დოლარად არის შესაძლებელი.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი დღეს მხოლოდ -0.89%-ით გაიზარდა და მისი შეძენა 8,001.25 ათას დოლარად შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ბიტკოინი საგრძნობლად იყო გაუფასურებული და 6 148 დოლარი ღირდა.

2017 წლის დეკემბერში, ბიტკოინის კურსი 20 ათას დოლარს აღწევდა. ამის შემდეგ კრიპტოვალუტამ გაუფასურება დაიწყო. მისი ფასის ვარდნას უკავშირებენ მათ შორის იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ბიტკოინის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლება აწესებს. ჩინეთის მთავრობამ ქვეყანაში ბიტკოინის შექმნა აკრძალა.