24 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
02:35:21

თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრის განვითარების სურვილი 5-მა კონსორციუმმა გამოხატა

By: Admin
2018-09-07 12:36:55
204

მთავრობის ადმინისტრაციაში, პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სულ განაცხადი შეიტანა ხუთმა კომპანიამ, რომელთა შორისაც საქართველოში რეგისტრირებულთა გარდა, არის კომპანიები ჩინეთიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და სხვა.

„თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:

6.      China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)

7.      Kolin Insaat A.S. (თურქეთი)

8.      Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)

9.      Medlog S.A. (შვეიცარია)

10.    Ltd Murphy Kazbegi LLC (საქართველო), Murphy Shipping and commercial Services Azerbaijan (აზერბაიჯანი)

ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარებაზე კომისიაში შემოვიდა განაცხადები შემდეგი კომპანიებისგან:

4.      China State Construction Engineering Cooperation Ltd (ჩინეთი), Kerry Logistics Network Ltd (ჩინეთი, ჰონკონგი)

5.      Kolin Insaat A.S. (თურქეთი)

6.      Anaklia Development Consortium (TBC Holdings (საქართველო), Conti Group (აშშ), Egility (ქუვეითი)

კომისიის სხდომაზე განაცხადები გახსნის შემდეგ დაილუქა. მათი შინაარსის გაცნობა და შეფასება თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების პროექტზე შემოსულ განაცხადთა განმხვილველი კომისიის წევრებს მიმდინარე წლის 5 თებერვლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ განაცხადებში ტექნიკური ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, მათ წარმომდგენებს მიეცემათ გონივრული ვადა გამოსასწორებლად.

პირველადი წინადადებების შესწავლის შემდეგ. კომისია ე.წ. „მოკლე სიას" შეადგენს. მასში შემავალ კომპანიებს დაეგზავნებათ მოთხოვნა წინადადებების წარმოდგენის შესახებ (RFP).

გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება 2018 წლის განმავლობაში. მშენებლობა საინვესტიციო კონტრაქტის ხელმოწერიდან, 18 თვეში უნდა დაიწყოს. თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობა 5 წელიწადში უნდა დასრულდეს, თუმცა ცენტრები ფუნქციონირებას პირველივე ეტაპზე, პირველივე წელს უნდა შეუდგნენ.

თბილისის ლოგისტიკური ცენტრის საინვესტიციო ღირებულებაა 95 მლნ აშშ დოლარი, ქუთასისი ლოგისტიკური ცენტრისა კი - 73 მლნ აშშ დოლარი.

თბილისის მომავალი ლოგისტიკური ცენტრი განლაგებული იქნება თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სომხეთის და აზერბაიჯანის საზღვრებთან ახლოს. ლოგისტიკურ ცენტრს ექნება პირდაპირი მისასვლელი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზთან და ასევე, ფოთი/ბათუმი-თბილისი-ერევნის სარკინიგზო ხაზთან, რაც მის მდებარეობას უნიკალურს ხდის. ტერიტორია კარგად არის დაკავშირებული ეროვნულ სარკინიგზო და საგზაო ქსელთან, ამასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს 20 კმ-ში.

ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი განლაგებული იქნება ქ. ქუთაისის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 30 კმ-ში და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან დასავლეთით დაახლოებით 2 კმ-ში. პირდაპირი სარკინიგზო კავშირი არ არსებობს, თუმცა TRACECA-ს ძირითადი სარკინიგზო ხაზი (ფოთი-ბათუმი-ბაქო) უშუალოდ ემიჯნება მომავალი ლოგისტიკური ცენტრის მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ საზღვარს. მიწის ნაკვეთს ექნება პირდაპირი საგზაო კავშირი მახლობლად მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან, ასევე ქუთაისთან და სამტრედიასთან. ამასთან, მიწის ნაკვეთი საუკეთესოდაა დაკავშირებული ეროვნული მნიშვნელობის S1 ავტომაგისტრალთან. მანძილი ეროვნული მაგისტრალამდე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს არის მხოლოდ 3 კმ-ში“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

(NS)