4 °C თბილისი, საქართველო | 2018-02-18  
04:44:42

ლარი დოლართან 2, ევროსთან კი, 3 თეთრით გამყარდა

By: Admin
2018-01-24 19:01:43
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.5117 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5340 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0223 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0751 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 3.1067 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0316 ლარი შეადგინა.