24 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-24  
03:58:55

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა

By: Admin
2017-06-13 11:58:46
204

ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4062 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კი, მისი შეძენა 2.4075 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ, 2.6986 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6918 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0068 ლარი შეადგინა.