17 °C თბილისი, საქართველო | 2019-05-23  
23:39:16

„ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 58-დან 48%-მდე, მთლიანი სესხების კი, 65-დან 58%-მდე დაიკლო“

By: Admin
2018-09-07 13:08:09
204

„საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან", - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიცენტი არაერთი ქვეყნისთვისაა სერიოზული გამოწვევა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს.

„ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირები სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)