17 °C თბილისი, საქართველო | 2018-05-24  
06:00:20

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ 512 მილიარდ დოლარს მიაღწია

By: Admin
2017-12-16 11:04:57
204

კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციამ 512 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ინფორმაციას coinmarketcap-ი ავრცელებს.

14 დეკემბერის მონაცემებით, კრიპტოვალუტებს შორის პირველ ადგილზე ბიტკოინია, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 282 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზე Ethereum-ია 69 მილირდი დოლარით, ხოლო მესამე ადგილზე 31,6 მილიარდი დოლარით Bitcoin Cash-ი.

ამ დროისთვის კრიპტოვალუტების ბაზარი კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მხოლოდ 5 უმსხვილეს კომპანიას ჩამორჩება.  ესენია: Apple (881,6 მილიარდი დოლარი), Alphabet-ი (725,8 მილიარდი დოლარი), Microsoft-ი (660,2 მილიარდი დოლარი), Amazon-ი (561,4 მილიარდი დოლარი) და Facebook-ი (514,2 მილიარდი დოლარი).

თუმცა კრიპტოვალუტებმა ისეთ ცნობილ კომპანიებს გაუსწრო, როგორებიცაა Alibaba (447,3 მილიარდი დოლარი) და Johnson & Johnson (383,9 მილიარდი დოლარი).