29 °C თბილისი, საქართველო | 2019-07-23  
15:06:15

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ახალი LAND CRUISER PRADO-ს პრეზენტაცია გაიმართება

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

16 დეკემბერს, 20:00 საათზე „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ (თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N6)  ახალი Land Cruiser Prado-ს პრეზენტაცია გაიმართება.

”პრადო”, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაღალი გამავლობის ავტომობილია, საქართველოში კი, უკვე წლებია თავის სეგმენტში ბესტსელერია. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ვიზუალურად კიდევ უფრო დაიხვეწა და ტექნიკური თვალსაზრისით განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.

ცნობისთვის, "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას ოფიციალურ დილერს საქართველოში. 2014 წელს, კომპანიამ "ტოიოტა კავკასიისგან" ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვის ცენტრის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსი მიიღო.

 

(R)