35 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
16:03:22

ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხის 72% გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას მოხმარდება

By: Admin
2018-09-07 12:39:31
204

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 815.0 მილიონი ლარი.

ბახტაძის განმარტებით, ეს 2017 წლის მაჩვენებელს  527.0 მილიონი ლარით აღემატება.

"გამოყოფილი თანხის ფარგლებში: რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 288,5 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 196,0 მლნ ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.

აღნიშნული საბიუჯეტო მიმართულება აგრეთვე მოიცავს ტურისტული გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, მთის კურორტების განვითარების პროექტების განვითარებას, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და სხვა", - აღნიშნა მინისტრმა

 

(NS)