34 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-17  
15:17:42

დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა

By: Admin
2018-09-07 12:39:42
204

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის სეზონზე ბაკურიანში ჩასული დამსვენებელი ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს“ 2000 მეტრიანი  სათხილამურო გზით ისარგებლებს. მთელი სეზონის მანძილზე  დიდველის ტრასებს, საჭიროების შემთხვევაში, 34 თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს.

დიდველზე 4 საბაგიროა:  გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი),  ბიგელი და ფუნიკულიორი. ბაკურიანში 14 კმ. 7 სათხილამურო გზა ყველა ტიპის მოთხილამურის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

დღის მანძილზე დიდველის საბაგირო ყოველდღე, 10:00-17:00 სთ-მდე იმუშავებს. ღამე სრიალის მოყვარულებს დიდველზე სრიალი ღამეც შეეძლებათ ტრასებზე დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი  „ლედ განათებები“.

ზამთრის კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს.

 

(NS)