34 °C თბილისი, საქართველო | 2019-06-17  
14:39:09

ვაჟა-ფშაველას II კვარტალში ახალი სკვერი მოეწყო და შიდა გზა განახლდა

By: Admin
2017-12-12 16:26:30
204

ვაკის გამგეობა რაიონის სხვადასხვა უბნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ვაჟა-ფშაველას II კვარტლის 37-ე, 24-ე კორპუსების მიმდებარედ, შიდა ეზოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

პროექტის თანახმად, ფრაგმენტულად, 1300-მდე მ2 ფართობის გზა განახლდა და მოეწყო ბორდიურები. ამ დროისთვის კი, ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს. სამუშაოების შესასრულებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 40 000 ლარი გამოიყო. 

ამავე მისამართზე, სრულიად ახალი დასასვენებელი სივრცის მოწყობა უკვე დასრულდა. ტერიტორია გამწვანდა, მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. ასევე, განთავსდა სანაგვე ურნები. პროექტის ღირებულება 66 938 ლარია. 

შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი თბილისის საკრებულოში გიორგი ბირბიჩაძე გაეცნენ.

(NS)