17 °C თბილისი, საქართველო | 2018-05-24  
05:50:56

Apple-ი Shazam-ს ყიდულობს

By: Admin
0000-00-00 00:00:00
204

ამერიკული კომპანია Apple-ი პლატფორმა Shazam-ს შეიძენს, - ამის შესახებ Recode სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  კომპანიის მიერ პლატფორმის შესყიდვის შესახებ სავარაუდოდ მომავალ კვირაში განაცხადებენ.

მედიის ცნობით, Apple-ი Shazam-ს 400 მილიონ დოლარად შეიძენს. აღსანიშნავია, რომ მანამდე პლატფორმის საფასური ერთი მილიარდი დოლარი იყო.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არც ერთი კომპანიის წარმომადგენელს  არ გაუკეთებია. 

სააგენტო წერს, რომ Apple-ი სავარაუდოდ, საკუთარ iOS-ს სისტემაში Shazam-ის ინტეგრირებას შეეცდება.

ცნობისთვის, Shazam-ი მუსიკის ამომცნობი აპლიაციაა.