24 °C თბილისი, საქართველო | 2018-09-20  
16:35:02

ჰაკერებმა 70 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

By: Admin
2018-09-07 12:40:07
204

ჰაკერებმა 4 700 ბიტკოინი მოიპარეს.

როგორც CNBC-ი წერს, მოპარული ბიტკოინების ღირებულება 70 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მომხდარის გამო, კრიპტო ვალუტის გაცვლის მუშაობა ერთი დღით შეწყდა.

ბიტკოინების მოპარვა NiceHash-ის ადმინისტრაციაშიც დაადასტურეს. კომპანიის მენეჯმენტი დარწმუნებულია, რომ ქურდობის უკან პროფესიონალი ჰაკერები დგანან.

დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის კურსმა 15 000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.