23 °C თბილისი, საქართველო | 2018-06-25  
09:43:02

აშშ-ის სენატმა ქვეყანაში გადასახადების შემცირებას მხარი დაუჭირა

By: Admin
2017-12-04 16:33:42
204

აშშ-ის სენატმა რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილი საგადასახადო რეფორმა დაამტკიცა.

The Washington Post-ის ცნობით, რეფორმას 51-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 49 კი, წინაღმდეგი იყო.

კანონპროექტი 1980-იანი წლების შემდეგ აშშ-ში გადასახადების ყველაზე მასშტაბურ შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, წარმოების მოგების გადასახადი 35%-იდან 20%-მდე მცირდება.

 როგორც კრიტიკოსები ამბობენ, რიგითი მოქალაქეებისთვის ამ რეფორმას შედეგი არ ექნება და ის მხოლოდ მსხვილ ბიზნესს წაადგება.  წარმომადგენელთა პალატამ, საგადასახადო რეფორმის კანონის საკუთარი ვერსია მიიღო. ორივე პალატამ ეს ვარიანტები უნდა შეაჯეროს, სანამ  ხელმოსაწერად პრეზიდენტს გაუგზავნიან.

საგადასახადო რეფორმის კანონპროექტი - პირველი მსხვილი რეფორმაა, რომელივ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რესპუბლიკელებმა გაიტანეს.