10 °C თბილისი, საქართველო | 2017-11-18  
19:43:31

ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა

By: Admin
2017-11-14 17:21:49
204

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. 

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.6830 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6538 ლარს შეადგენდა. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0292 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა. 1 ევრო ხვალ, 3.1437 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 3.0904 ლარად იყო  შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0533 ლარი შეადგინა.