35 °C თბილისი, საქართველო | 2019-08-21  
15:26:01

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია შევიმუშავეთ

By: Admin
2017-11-04 16:35:06
204

„ჩვენ გვაქვს შემუშავებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია, რომელიც OECD (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ერთად შევიმუშავეთ. სტრატეგია არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

„რაც შეეხება დღეს არსებულ პროგრამებს, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ისინი ძალიან წარმატებულია, მათ შორის, გამოვყოფდი მიკრომეწარმეობის მიმართულებას. აღნიშნულ პროგრამას თითქმის 10 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავს. ეს მიმართულება კვლავ განვითარდება და ხელი შეეწყობა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

(NS)